მეძავობა ქართულად
0 ხმა
ქეთი უგულავა
ვარ ექიმი, თუმცა ჩემი ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ქვეყნის მდგომაროებიდან გამომდინარე უამრავი სხვა საქმით ვყოფილვარ დაკავებული. ვმუშაობდი ქუჩის ბავშვებთან, ვაგროვებდი სხვადასხვა რეგიონში ქალების ზეპირსიტყვიერ ისტორიებს, ვეცნობოდი ქართველ ბოშათა ყოფა-ცხოვრებას, ვსწავლობდი თანდაყოლილი ანომალიების გავრცლებას ყირიგზულ ტიან-შანში, ვმუშაობდი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე, ვთარჯიმნობდი, ბიო-გაზი გამყავდა ქართლის სოფლებში... მადლიერი ვარ ყველა შესაძლებლობის რომელიც მომეცა, რადგან გავიცანი ადამიანები, რომელთაც სხვაგარად ვერ გავიცნობდი, მოვისმინე ისტორიები, რომელთაც ვერასდროს მოვისმენდი. მიყვარს ამ თავგადასავლების თხრობა, შევსება, ერთმანეთთან დაკავშირება. მიყვარს ეს ადამიანები.
ჩემი ნაწერები არასოდეს გამომიქვეყნებია.
„მეძავობა ქართულად“
მოთხრობა რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც მე გადამხდა თავს. სიუჟეტი ვითარდება თბილისურ სუსხიან ნოემბერში. ძირითადი ხაზი მიყვება ორი ქალის ერთკვირიან ურთიერთობას. ერთ-ერთი მათგანი უცხოურ ორგანიზაციაში მომუშავე ნორვეგიელი ქალია, რომელიც ამოწმებს ქუჩის სექს მუშაკების მდგომარეობას საქართველოში და მათი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას. მეორე, ქართველი, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიზნით თანხმდება იყო მისი გზამკვლევი ქართული ყოფის რთულ ნიუანსებში. ამ ერთკვირანი უცნაური მოგზაურობისას ტივტივდება უამრავი სოციალური, პოლიტიკური, ემოციური პრობლემა, დაუძლეველი სტიგმები და შიშები. ნოველა 2008 წელს დაიწერა, მას მერე გასულმა 15 წელმა თურმე არსებითად არაფერი შეცვალა- ჩვენი პრობლემები და სტიგმები უვადო აღმოჩნდა.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური